spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სააკაშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად...

კახა კალაძე: “სააკაშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის”

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა, ხოლო ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საზოგადოების თვალის ასახვევად დანიშნეს.

სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს ყოფილა დაშორებული. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ თვალის ასახვევად დანიშნეს. ყველა კარგად ხვდება ვინ არის პარტიის შემქმნელი თუ რიგითი წევრი. სააკაშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მან ამაზე თავად თქვა უარი. ეს ცალკე განხილვის საგანია. ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს რომ დგამს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ამ თემას ქვეყნის ინსტიტუციების წინააღმდეგ იყენებდნენ.

თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, რწმუნდება, რომ ეს იყო დიდი სიცრუე ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური კამპანია იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ – იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა. რეალურად, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მკურნალობის თვალსაზრისით მას ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნდა, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...