spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ქუჩებში გახურებული პოლიტიკური ტერორია, საქართველოს ხელისუფლება კი...

“საქართველოს ქუჩებში გახურებული პოლიტიკური ტერორია, საქართველოს ხელისუფლება კი – ამ ტერორიზმის სპონსორი” – ნიკა გვარამია

ქვეყანაში დღის განმავლობაში მომხდარ რამდენიმე ინციდენტს, ემოციური პოსტით, მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

საქართველოს ქუჩებში გახურებული პოლიტიკური ტერორია, საქართველოს ხელისუფლება კი – ამ ტერორიზმის სპონსორი, რომელიც ტერორს ახორციელებს მხედრიონის და კომკავშირის გაუგებარი ნაზავით.

ქართული პოლიცია, რომელმაც უკვე ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც არ შეიძლება, თავისი უმოქმედობით ღიად ეხმარება დამნაშავეებს და უარს აცხადებს მოქალაქეების დაცვაზე.

როცა კადრებში ხედავ, რომ პატრული დამნაშავეს დაკავებისას იარაღსაც კი არ ართმევს (რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოს), პატრულის მაქანაშიც კი იარაღით სვამს, ცხადია, რომ სამართალდამცავი სისტემა თავადაა დანაშაულებრივი სინდიკატის ნაწილი და ის ჩვენ არ დაგვიცავს. მეტიც, თუ მათ პატრონს დასჭირდა, თავადაც დაგვესხმება თავს, რაც, პრინციპში, არაერთხელ უქნია.

უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ დავიცათ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, მშობლები. არ შეიძლება ასე დაუცველები ვხვდებოდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს ქუჩებში, ქალაქებსა თუ სოფლებში. მსხვერპლის როლი არ უნდა მოვირგოთ, წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ. ამისი გზები აუცილებლად მოსაფიქრებელია და ალბათ ეს არის ის, რაზეც ყველამ ერთად, განსაკუთრებით კი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ და სწრაფად იპოვონ გამოსავალი.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც “ქართული ოცნების” კვალობაზეც კი გამორჩეული რეგვენი და ნაძირალაა, მან თქვა ზუსტად ის, რასაც ფიქრობს თითოეული ქოცი. უბრალოდ, ზოგი ამას ამბობს, ზოგი – არა.

მთავარი არის ის, რომ ქოცები ასრულებენ რუსულ ამოცანას – საქართველო ქვეყნიდან აქციონ ტერიტორიად. და უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამას, ჯერჯერობით, წარმატებით ახერხებენ,” – ნიკა გვარამია #212 საკნიდან.

ინფორმაციისთვის. ქვეყანაში დღის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა:

  • თავს დაესხნენ პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ახალგაზრდებმა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, მასთან კი იარაღიანი უცნობი მამაკაცი მივიდა და დაზარალებულისგან პირადი მონაცემები მიღება მოითხოვა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა და პოლიციამ იარაღიანი პიროვნება დააკავა;
  • ბორჯომში, “გირჩი მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ ბანაკთან მივიდნენ ასევე უცნობი პირები, რომლებმაც ახალგაზრდებს დაუშინეს კვერცხები, ქვები და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...