spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და დიდ...

“საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განცხადებამ, რომ აქტიურად აპირებს ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, ცალკეულ პოლიტიკურ წრეებში შეკითხვები გააჩინა, რასაც მორიგი გზავნილით და კონკრეტული განმარტებებით პასუხობს მიხეილ სააკაშვილი:

დაიწყეს უკვე „ოცნების თამაში“, „ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს“ და ა.შ. სწორედ ესაა ოლიგარქის ნარატივი. მერე ვინ გიშლით ხელს – შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი. მე პრაქტიკულად ხელფეხშეკრული ვარ.

საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს. ჯერ გავერთიანდეთ თემატურად მაგალითად კინოცენტრის თემაზე, სამედიცინო რეგულაციების თემაზე, მიგრაციის საკითხებზე.

ვისწავლოთ ერთად შედეგის მიღწევა. არავის არ უნდა დაველოდოთ, მითუმეტეს ოლიგარქის შემოგდებულ ყალბ თემებს. არსებობს რეალური გამოწვევები და ყველამ სათითაოდ უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის ძალის და როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები კონკრეტულ საკითხზე ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ მას, მერე და მერე უფრო გაადვილდება ერთობის შექმნა არა ილუზიური საარჩევნო სიების, არამედ საქართველოს გადარჩენის გარშემო.

რაც შეეხება ჩემს მეტ ჩართულობას, ეს პირველ რიგში პუტინისთვის და ივანიშვილისთვისაა ცუდი ამბავი, რადგან მე ვერ გამტეხეს (ნუ ჯანმრთელობას სამწუხაროდ არ ვგულისხმობ).

ერთხელ უკვე გადავდე სიცოცხლე საქართველოსთვის, როცა არ დავტოვე თბილისი 2008-ში, მეორეჯერ 2021-ში და ეს სიცოცხლე ახლა ეკუთვნის ამ ჩვენს საერთო, ქართულ-უკრაინულ ბრძოლას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...