ორშაბათი, მაისი 12, 2025
23 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ესენი ნახევარ საათში იშიფრებიან, დამწყები ექსტრემისტები და ფაშისტები...

“ესენი ნახევარ საათში იშიფრებიან, დამწყები ექსტრემისტები და ფაშისტები არიან” – მამუკა მდინარაძე პარლამენტში გამართულ პერფომანსთან დაკავშირებით

გუშინ პარლამენტში რუსული რუბლებით გამართულ აქცია-პერმომანსს, მწვავე შეფასებებით ეხმაურება და ორგანიზატორებთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე:

,,გუშინდელი პერფორმანსი იყო ელენე ხოშტარიას კომპლექსებიდან გამომდინარე. მეტი არაფერი. უკვე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა. 2 ადამიანი იყო ამის შემოქმედი – ერთი თანმხლები პირი, ერთი თავად ქალბატონი. რა ფორმით და როგორ ისე, რომ შშმ ბავშვებს ყურებზე ხელის მიჭერა მოუწიათ. რა აკადრეს შშმ ბავშვებს და როგორ გამოიყენეს ისინი. ეს ცალკე საკითხია.

მეორე, ის ადამიანი, რომელიც მას ახლდა – რამდენიმე დღის წინ იყო პარლამენტის წინ კარვის გაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თუ არ ვცდები ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, ვინმე ბეჟო. ეს ადამიანი 36 წლის ყოფილა, როგორც გავარკვიეთ, ე.წ. აღშფოთებული სტუდენტი, რომელიც 2 თუ 3 ადამიანთან ერთად ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში რუბლებით დახვდა. ეს ადამიანი იყო გუშინდელი პერფორმანსის მომწყობთან ერთად. იკრიბებიან რესტორან ,,ეზო“-ში, თუ არ ვცდები ასე ჰქვია, იქ იდგმება ეს უნიჭო სცენარები.

და ძალიან მარტივად იშიფრება, ,,ნაცებს“ რამდენიმე კლასტერი და ფრთა ჰყავთ. თავად ,,ნაცები“, ეტყობა გამოცდილება მეტი აქვთ, რაღაცას რომ დადგამენ ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს მაინც რთავენ. 3-4 დღე მოუნდები ადამიანი, იმის გაშიფრვას რომ ჩაუჯდე. ესენი ნახევარ საათში იშიფრებიან, დამწყები ექსტრემისტები და ფაშისტები არიან’’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...