კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიირონია"ყველაზე მხდალი და უღირსი ადამიანებიც კი, სხვის ზურგს...

“ყველაზე მხდალი და უღირსი ადამიანებიც კი, სხვის ზურგს ამოფარებული, იწყებენ “ღირსებაზე”, “ამბავზე-გაგებაზე”, “პატრიოტიზმზე”, “კაცობაზე” ბოლო ხმაზე ღაღადს” – გია ხუხაშვილი

გუშინ, პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებსა და ქმედებებს ირონიანარევი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

ალბათ დამეთანხმებით, რომ “მაგარ ბიჭობანას” თამაში ჩვენი ნაციონალური სპორტის სახეობაა. ყველაზე მხდალი და უღირსი ადამიანებიც კი, სხვის ზურგს ამოფარებული, იწყებენ “ღირსებაზე”, “ამბავზე-გაგებაზე”, “პატრიოტიზმზე”, “კაცობაზე” ბოლო ხმაზე ღაღადს.

ამიტომ, მათთვის კონფორმიზმში დადანაშაულება, მითითება, უაღრესად დიდი “შეურაცხყოფაა”.
იმისათვის, რომ რეალური კონფორმისტული ბუნება შენიღბონ, ეს ხალხი იარაღდება მაქსიმალურად აგრესიული არგუმენტებით, რომლითაც მათ წარმატებით ამარაგებს პირობითი “ამხანაგი კობახიძე”. ისინიც “იცავენ” ქვეყანას, რელიგიას, ოჯახებს არარსებული, ფსევდო-საფრთხეებისგან… იმ ადამიანებისგან, რომელთაც მათზე მეტად თუ არა, არანაკლებ სწამთ, უყვართ სამშობლო და საკუთარი ოჯახები.

ამ ილუზიით სხვას კი არა, თავს იტყუებენ, სინდისს აძინებენ და საქართველოს სადღეგრძელოში აღრჩობენ.

აგრესიული კონფორმიზმი – ქვეყნის ზნეობრივი დეგრადაციის და შესაბამისად რე-ოკუპაციის მთავარი ფაქტორი…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...