spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განაცხადი, რომ 12-პუნქტიანი მოთხოვნები თვის ბოლოს შესრულდება, ცხადია,...

“განაცხადი, რომ 12-პუნქტიანი მოთხოვნები თვის ბოლოს შესრულდება, ცხადია, არის უბრალოდ ტყუილი” – სალომე სამადაშვილი ხელისუფლების დაპირებაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერს არ სჯერა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლომდე შესრულდება:

,,დღეს, ბრიუსელი ერთადერთ რამეს ელოდება – ეს არის 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულება. ამ შესრულებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. შესაბამისად, თუ ჩვენი ქვეყანა მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება.

აბსურდულია მოლოდინი ამ ხელისუფლებისგან, რომ ისინი შეასრულებენ 12 პუნქტიან მოთხოვნებს. იმიტომ, რომ ამ მოთხოვნების შესრულება ნიშნავს ,,ქართული ოცნების” მმართველობის სისტემის დემონტაჟს.

სწორედ ამიტომ ვამბობდი მე ყოველთვის, რომ არანაირი რწმენა არ მქონდა, ეს ხელისუფლება ამ მოთხოვნებს შეასრულებდა.

განაცხადი, რომ ეს მოთხოვნები თვის ბოლოს შესრულდება, ცხადია, არის უბრალოდ ტყუილი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

“გადავრჩეთ და გადავარჩინოთ თუ ვდეგრადირდეთ და ქოცობაში ჩავკლათ მომავალი?!” –

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს: "არადა როგორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...