შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"ბიჭმა გაიყვანა კამერები, 50 კაცი შემოიკრიბა და ახლა...

“ბიჭმა გაიყვანა კამერები, 50 კაცი შემოიკრიბა და ახლა ბლატაობს ეს მშიშარა ჩმორი” – ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეზე

პარლამენტში პლენარული სხდომაზე შესვენების გამოცხადების დროს, ერთის მხრივ პარტია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან, მამუკა მდინარაძესა და მეორე მხარეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ანა წითლიძესა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა:

მდინარაძე: მე ესე ვიზამ რა, დედას გეფიცები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ.
წითლიძე: რა სიტყვას, რას?
მდინარაძე: რამე თუ გინდა, აბა, მითხარი. დედას შევიგინები, როგორც კი ახსენებ.
წითლიძე: ვის აშინებ, ვის? ვის ემუქრები, მამუკა?
მდინარაძე: მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები. მე ასე გეუბნებით. თქვენ რომ იტყვით, რა პასუხს გაგცემთ – გაიგებთ.
წითლიძე: ვაიმე, როგორი გაბრაზებულია. ბიჭს არ მოსწონს რუსს რომ ეძახიან და ბრაზდება. მაგარი ბიჭი ხარ თუ რატო იმუქრები? კამერები არ არის და შეგიძლია, თუ რა არის ეხლა, ვერ გავიგე? წესიერად ილაპარაკე.
მდინარაძე: შენ ხომ იღებ, გადაიღე. მოღალატე ხარ ქვეყნის!
წითლიძე: შენ ხარ რუსი მოღალატე. ხო და გაეთრიე ახლა მართლა. შენ რამდენს ბედავ, შენ უზრდელო. კამერები გაიყვანა ბიჭმა, დგას 50 კაცში და შეუძლია ბლატაობა, ამ ჩმორს, მართლა ამას. შენ მუქარას როგორ ბედავ? რუსი მოღალატე ხარ-თქო!
მდინარაძე: თქვენ მთელი ცხოვრება რუსეთის საქმეს აკეთებდით. რამდენს გიხდიან მაგ დავალებაში?
წითლიძე: ბიჭმა გაიყვანა კამერები, 50 კაცი შემოიკრიბა და ახლა ბლატაობს ეს მშიშარა ჩმორი.
ნახე ახლა რა ქნეს, დარბაზი ჟურნალისტებისგან დაცალეს. მერე შემოვიდნენ და მამუკამ გამოაცხადა, რომ მე თუ რუსს დამიძახებს, აუცილებლად შევაგინებო…

ინფორმაციისთვის: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ დარბაზში “ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა, რასაც ემოციური გაგრძელება მოჰყვა და პარლამენტში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. რამდენიმე წუთში კი ორ დეპუტატს შორის ზემოაღნიშნული მწვავე პოლემიკა გაიმართა, რაც ანა წითლიძემ ვიდეოთი გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...