ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოატურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო

“გამარჯობა ძვირფასო სტუმარო,
ეს-ეს არის რაც ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა.“
საქართველო კულინარიის სამოთხეა.
აქ თქვენ გიმასპინძლებენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები. „მასპინძლობა“ ჩვენი მეორე სახელია, ამის დასტურად გთხოვთ მიიღოთ პატარა საჩუქარი როგორც წინასწარი ნიშანი განუმეორებელი მოგზაურობისა!
გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას! შეხვედრამდე!
პატივისცემით,
საქართველო!”

ეს ტექსტია დატანილი ღვინის ბოთლზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად გადასცა.

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსული ტურისტები საჩუქრად საფერავის ღვინოს მიიღებენ.

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია საქართველოს პოზიციონირება, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, გარდა ამისა ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი კეთდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურით და კულინარიით.

საჩუქრის ეს ფორმა ორიგინალური გზავნილით, ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მოგზაურებს დადებით განწყობას უქმნის და სურვილს უჩენს საქართველოში კვლავ იმოგზაურონ და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია თავიანთ ახლობლებს გაუზიარონ.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან პოზიტიური კამპანია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს სიმბოლურად გადავცემთ ქართულ ღვინოს, რომელზეც დატანილია ის ძირითადი მესიჯები, რომელიც სწორად წარადგენს ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობას, ვასწავლით სიტყვა გამარჯობას. მოხარულები ვართ, ამ კამპანიამ ტურისტებში ძალიან პოზიტიური ემოციები გამოიწვია, მათი თქმით მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონიათ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვამელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...