ორშაბათი, აპრილი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცოდეთ - ჩემი მოკვლა შეიძლება, მაგრამ გატეხვა არასოდეს"...

“იცოდეთ – ჩემი მოკვლა შეიძლება, მაგრამ გატეხვა არასოდეს” – მაია ორჯონიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით განმარტებებს აკეთებს მის მიერ, პროტესტის ნიშნად, ვენების გადაჭრასთან დაკავშირებით:

ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა თქვენგან გამოჩენილი ყურადღების, სითბოსა და სიყვარულისთვის, მოკითხვითა და დარდით გადავსებული პირადი მესიჯებისთვის, რომლებიც იმდენად ბევრია, რომ მათზე ნელ-ნელა გიპასუხებთ❤️

მე უკეთ ვარ და ერთი რამ იცოდეთ – ეს არ ყოფილა სპონტანური, აფექტის ჟესტი, სრულიად შეგნებული პოლიტიკური აქტი იყო ადამიანის, რომელსაც სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს საზოგადოების გასაღვიძებლად და გარეწართა სამხელად.

უახლოეს დღეებში ვგეგმავ ფბ-ლაივის ჩართვას, სადაც დაწვრილებით მოგიყვებით კონკრეტულად ასათიანის 10 ნომრის ტერიტორიაზე რა წარმოუდგენელ დანაშაულთა წყება ტრიალებს და რა უზარმაზარი საფრთხე ემუქრება ივანიშვილის ბანდის მხრიდან კონკრეტულად იმ შენობას, რომელშიც 700 კაცთან ერთად მეც ვცხოვრობ.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და იცოდეთ – ჩემი მოკვლა შეიძლება, მაგრამ გატეხვა არასოდეს.
მიყვარხართ❤️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მაია ორჯონიკიძე.

ინფორმაციისთვის: როგორც ცნობილი გახდა, ასათიანის ქუჩაზე ახალი მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, რაც მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს რისკისშემცველ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ და აცხადებდნენ, რომ ისედაც ავარიულ კორპუსებს, ახალი მშენებლობა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. 11 ივნისს დადეგმილი მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე პროტესტის ნიშნად მაია ორჯონიკიძემ ვენები გადაიჭრა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ქოცური პროპაგანდა იდიოტებზეა გათვლილი” – გია ნოდია

"ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია......

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...