spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბექა ყორშია: "მუქარებით ვერ შემაშინებთ"

ბექა ყორშია: “მუქარებით ვერ შემაშინებთ”

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია “მთავარ არხზე” ჟურნალისტ ბექა ყორშიას რეპორტაჟმა, სადაც ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა და სკანდალური საუბარი ჩაწერა. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებები გააკეთა რეპორტაჟის ავტორმა:

გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბტნი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო.

აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ:))

იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ – 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ:)

მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბექა ყორშია.

ინფორმაციისთვის: “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, სახუმარო-ირონიული რეპორტაჟი მოამზადა მეცნიერებათა აკადემიის ახლადარჩეულ პრეზიდენტ, როინ მეტრეველთან დაკავშირებით, მასთან სატელეფონო კავშირი დაამყარა და გაეცნო, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რა დროსაც თხოვნა-შეთავაზება გააჟღერა, რომ მეცნიერებათა აკადემიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსი მიენიჭებინათ და “შეთანხმებას მიაღწია”.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...