spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი: "2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება"

ირაკლი ღარიბაშვილი: “2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება”

ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო-5-ის სტანდარტი შემოვიღოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება:

პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ, ყველას, გვაწუხებს, – ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ.

პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო-5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო-5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის, და ბენზინიც, და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის არსებობასთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან. და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.

ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო-5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.

მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო-5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.

ასევე გეტყვით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვას, მონიტორინგს. როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელი გვაქვს, – ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები. მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი.

კერძოდ, ამ დამაბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში. გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება, და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია საგრძნობლად ამ მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება.

ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც ევრო-5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი, და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს, – სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია ეს სტანდარტია დაწესებული.

კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომლებსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...