ორშაბათი, ივლისი 14, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"საგანგაშოა კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები" - ნანა ჯანელიძე

“საგანგაშოა კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები” – ნანა ჯანელიძე

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, კონკრეტული მაგალითებით და მძიმე შეფასებებით, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს:

საგანგაშოა კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

20 წელიწადზე მეტია კინოცენტრი უძღვება საქართველოს კინოწარმოებას, კინოგანათლებას, წარადგენს ქართულ ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე, უვლის საქართველოს კინომემკვიდრეობას, აფინანსებს საქართველოშო საერთაშორისო კინოფესტივალბეს, გამოსცემს წიგნებს, პროფესიულ ჟურნალებს.

კინო – ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კინოფესტივალებზე ელიან ქართულ ფილმებს, როგორც საქვეყნოდ აღიარებულს.

კინორეჟისორების ყველა თაობა განსხვავებულად, საინტერესოდ, ნიჭიერად გვიზიარებს და საუბრობს კინოს მეშვეობით საკუთარ თუ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, ტკივილზე, სიხარულზე.
და ეს ყველაფერი ხდება კინოცენტრის ეგიდის ქვეშ. კინოცენტრის, სადაც უკვე ორი ათეული წელია მუშაობენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, ქართული კინოს უერთგულესი ადამიანები.
დაუშვებელია ამ, წლების განმავლობაში აპრობირებული სისტემის მორღვევა, არაპროფესიონალებით ჩანაცვლება.

ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს!

აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა!! მან უკვე წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართვის დამოუკიდებელი სისტემა ერთადერთი და ხელშეუხებელია!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ჯანელიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...