spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება... ჰოდა, იქნებ სააკაშვილის...

“ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება… ჰოდა, იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?” – ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისთვის კონკრეტული ბრალდების წაყენებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით აფასებს და ერთგვარი ანალოგი მოჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან:

ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება. ბრალდება 38 პუნქტისგან შედგება. 400 წელი საიდუმლო საბუთების არასწორად შენახვის და სავარაუდო შპიონაჟის გამო.

საიდუმლო საბუთს როცა შემომიტანდა გასაცნობად/სამუშაოდ საიდუმლო ნაწილის უფროსი, სანამ უკან არ დავუბრუნებდი, სახლში არ მიდიოდა.

აშშ-ში როგორაა საიდუმლო საქმისწარმოება ორგანიზებული, არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენი მის მიერ წაკითხული საიდუმლო საბუთების შენახვაზე ზრუნავდეს.

როგორც ამ თვეების მანძილზე გაირკვა, წინა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც უპოვეს “ბღუჯა-ბღუჯა” საბუთები, ზოგს აგარაკზე, ზოგს ავტოფარეხში.

შეიძლება თანამდებობიდან წასვლიდან 2 წლის შემდეგ აღმოაჩინონ, რომ ათობით, შეიძლება ასობით (ტრამპის აგარაკზე ათობით მუყაოს ყუთი აჩვენეს) საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ?

საიდუმლო საბუთებზე მკაცრი აღრიცხვა და კონტროლია. უზარმაზარი ადმინისტრაცია, პლუს სპეცსამსახურები…

ხმაური ატყდა ძველი ადმინისტრაციის წასვლიდან 2 წლის შემდეგ. ერთდროულად აღმოუჩინეს ყოფილ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და ა.შ.

ცალკე საკითხია კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირის გასამართლება და ძალიან დიდი სასჯელების გამოტანა.

ჰოდა, იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?
ასევე გადახედონ რა დანაშაულებს აარიდეს თავი სააკაშვილმა და მისმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთიდან თავსმოხვეული თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) გამო?!

ახლა მეორე სერიაა დაწყებული, დეპოლარიზაციის სახელით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ამირან სალუქვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...