spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელი" პრინციპულად არ მონაწილეობს შიდა ოპოზიციურ გარჩევებში...

“სტრატეგია აღმაშენებელი” პრინციპულად არ მონაწილეობს შიდა ოპოზიციურ გარჩევებში – პაატა მანჯგალაძე

გამარჯვების ფორმულა არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებში და თავდასხმებშია, არამედ ეროვნულ საკითხებში, კოორდინაციასა და შეთანხმებებში” – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური ლიდერი პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთბრალდებებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ის ვინც კანდიდატის სტატუსზე უფრო მნიშვნელოვნად შიდა ოპოზიციურ გარჩევებს მიიჩნევს ან ქოცია ან ქოცური საქმის გამკეთებელი

გამარჯვების ფორმულა არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებში და თავდასხმებშია, არამედ ეროვნულ საკითხებში, კოორდინაციასა და შეთანხმებებში.

უკვე ოპოზიციის დამაზიანებელი სახე მიიღო მეორეხარისხოვან საკითხებზე შიდა ოპოზიციურმა გარჩევებმა, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრინციპულად არ მონაწილეობს.

მაშინ როცა მთავარი ამოცანა უნდა იყოს საფრთხეებზე და შესაძლებლობებზე რეაგირება და კოორდინაცია, ერთიანობის ძალისხმევით მოქალაქისთვის იმედის და რწმენის გაძლიერება რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია საქართველო გამოვიყვანოთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან, ვიღაცეები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ თუ ერთი ოპოზიციური პარტია თავს დაესხმევა მეორე ოპოზიციურ პარტიას ამით მოიგებს საერთო ეროვნული საქმე.

არ გინდა კოორდინაცია? – ვინ გაძალებს?! სხვაზე თავდასხმისა და ტალახის სროლის გარეშე ჩამოაყალიბე ის იდეები და ღირებულებები რის გამოც მხარი უნდა დაგიჭიროს მოქალაქემ.

ვქვათ და ერთმა პარტიამ შეძლო მეორისთვის ამომრჩევლის წართმევა, საერთო საქმე როგორ იგებს ამით? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება? არ დაიღალეთ ამ ქოცური კონსპირაციული თეორიების გავრცელებით, რომ იმის უკან ვიღაც დგას, ვიღაც სხვა არაფორმალური მმართველია, ვიღაცა მევახშეა, ვიღაცა სადღაც იყო 2012 წელს ან შემდეგ. გგონიათ საზოგადოება ამას ელოდება ჩვენგან? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?!

ვინ მოიგონა, რომ ამ საფრთხეების პირობებში კანდიდატის სტატუსზე და „ქართულ ოცნებაზე“ კონცენტრაციის გარდა აუცილებელია შიდა ოპოზიციური ფრონტების გახსნა და ამაზე საზოგადოების ყურადღების გადატანა ან სად იპოვეთ ასეთი პოლიტიკური სტრატეგები?

ხომ უნდა გაიზარდოს ოდესმე პოლიტიკური კლასი, რომ ვიწროპარტიულ და პიროვნულ ეგოებზე ერთხელ მაინც საქართველოსთვის უარი ვთქვათ?!

მარტივ კითხვას დავსვამ – როდის მიაღწია ოპოზიციამ წარმატებას ამ მოცემულობაში? მაშინ როდესაც კოორდინირებული ნაბიჯებით, ხალხთან ერთად მოვახერხეთ ხელისუფლებასთან დაპირისპირება თუ ოპოზიციის შიგნით ერთმანეთისთვის ტალახის სროლით? შორს რომ არ წავიდეთ 7-8 მარტის გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ?!

ბევრს არ გავაგრძელებ და მოკლედ ვიტყვი, ვინც დღეს ამბობს რომ კანდიდატის სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანი და „ქართული ოცნების“ ანტიეროვნულ ქმედებებზე საერთო ძალისხმევის მიმართვაზე, შეთანხმებებზე, კოორდინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი არის შიდა ოპოზიციური გარჩევები, რაც კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმში აგდებს ჩვენ მოქალაქეებს და მხარდამჭერებს, ან ქოცია ან ქოცური საქმის გამკეთებელი.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრინციპულად არ მონაწილეობს შიდა ოპოზიციურ გარჩევებში და ოპოზიციონერ პარტნიორებსაც მოუწოდებს, საერთო ძალისხმევა ევროპული შესაძლებლობებისკენ და „ქართული ოცნებიდან“ მომდინარე საფრთხეების მინიმალიზებისკენ მიმართონ” – პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...