ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხშირებულ მწვავე დაპირისპირებებს, წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითებით და არგუმენტებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:
“ჩვენ თვალწინ გვაქვს სრულიად განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთდაპირისპირებული პარტიების ერთ კოალიაციად თანამშრომლობის შედეგიანი და წარმატებული მაგალითი წალენჯიხის ოაზისის სახით.
წალენჯიხას, როგორც იცით, ჰყავს ოპოზიციური მერი და საკრებულოში ოპოზიციური უმრავლესობა გახარიას პარტიის, „ნაციონალების“ და „ლელოს“ შემადგენლობით და ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარე.
და წალენჯიხა, სულ რაღაც 2 წელიწადში, მოხერხდა და იქცა წარმატების ოაზისად, სადაც გაიხსნა ერთობლივი ძალისხმევით და მამუკა ხაზარაძის განსაკუთრებული მოწადინებით: იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია, საჭადრაკო სკოლა, პროგრამირების აკადემია, სულ ახლახანს კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა და ა.შ.
თუ ერთ მუნიციპალიტეტში თანამშრომლობით ასეთი შედეგი დადგა, რატომ ცდილობთ საქართველოს მასშტაბით ურთიერთდაძირვით „ოცნებას“ გაამარჯვებინოთ. გიფიქრიათ ამაზე?!
ერთმანეთის დამარცხებით თქვენ მხოლოდ „ოცნებას“ აძლიერებთ და სახელმწიფოს ასუსტებთ.
ოპოზიცია იმისია, რომ ხელისუფლებაც აკრიტიკოს და ერთმანეთსაც ეოპონიროს, მაგრამ ისე რომ ქვეყანა არ დაღუპოს. რა ვიცი, რამდენსაც გიცნობთ, წესით უნდა გრძნობდეთ პასუხისმგებლობას,” – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.