spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთმანეთის დამარცხებით თქვენ მხოლოდ "ოცნებას" აძლიერებთ და სახელმწიფოს...

“ერთმანეთის დამარცხებით თქვენ მხოლოდ “ოცნებას” აძლიერებთ და სახელმწიფოს ასუსტებთ” – ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას მიმართავს

ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხშირებულ მწვავე დაპირისპირებებს, წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითებით და არგუმენტებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ჩვენ თვალწინ გვაქვს სრულიად განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთდაპირისპირებული პარტიების ერთ კოალიაციად თანამშრომლობის შედეგიანი და წარმატებული მაგალითი წალენჯიხის ოაზისის სახით.

წალენჯიხას, როგორც იცით, ჰყავს ოპოზიციური მერი და საკრებულოში ოპოზიციური უმრავლესობა გახარიას პარტიის, „ნაციონალების“ და „ლელოს“ შემადგენლობით და ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარე.

და წალენჯიხა, სულ რაღაც 2 წელიწადში, მოხერხდა და იქცა წარმატების ოაზისად, სადაც გაიხსნა ერთობლივი ძალისხმევით და მამუკა ხაზარაძის განსაკუთრებული მოწადინებით: იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია, საჭადრაკო სკოლა, პროგრამირების აკადემია, სულ ახლახანს კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა და ა.შ.

თუ ერთ მუნიციპალიტეტში თანამშრომლობით ასეთი შედეგი დადგა, რატომ ცდილობთ საქართველოს მასშტაბით ურთიერთდაძირვით „ოცნებას“ გაამარჯვებინოთ. გიფიქრიათ ამაზე?!

ერთმანეთის დამარცხებით თქვენ მხოლოდ „ოცნებას“ აძლიერებთ და სახელმწიფოს ასუსტებთ.

ოპოზიცია იმისია, რომ ხელისუფლებაც აკრიტიკოს და ერთმანეთსაც ეოპონიროს, მაგრამ ისე რომ ქვეყანა არ დაღუპოს. რა ვიცი, რამდენსაც გიცნობთ, წესით უნდა გრძნობდეთ პასუხისმგებლობას,” – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...