შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმორიგი კარუსელი საკანონმდებლო ორგანოში: პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებები

მორიგი კარუსელი საკანონმდებლო ორგანოში: პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებები

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით:
🔹 პირველი ვიცესპიკერის პოზიციას გიორგი ვოლსკი დაიკავებს.
🔹ვიცესპიკერის თანამდებობაზე გუნდი მამუკა მდინარაძეს წარადგენს, რომელიც ასევე უხელმძღვანელებს უმრავლესობას.
🔹 ვიცესპიკერებად დასახელებული არიან გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
🔹 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.
🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილია დასახელებული
🔹 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი
🔹 განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – გენადი მარგველაშვილი
🔹 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს.
ცვლილებები ძალაში რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ შევა.

„პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად დასრულდა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ საპარლამენტო გუნდი, უმრავლესობა სწრაფად გადაეწყობოდა ამ რეალობაზე და პარლამენტი გააგრძელებდა მუშაობას. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უმრავლესობამ მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...

“აქციის ორგანიზატორების ვალია ამ ქვეყნის ისტორიის წინაშე, ვიცოდეთ რა მოხდა სინამდვილეში და ვის გამო...

4 ოქტომბრის მოვლენების შედეგად დამდგარ რეალობაზე საუბრობს და ორგანიზატორებისგან...

“ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა” – გიგი უგულავა

ახალგაზრდობაზე წინა ხელისუფლების დროინდელი განათლების სისტემის გავლენის თაობაზე საუბრობს...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...