შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად არ შეიძლება,...

“ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ღირსების “გაპროცენტებას” მიჩვეულნი არიან” – თაკო ჩარკვიანი

გუშინ ტვ “პირველში” მწვავე დისკუსია-დაპირისპირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

თუ ვინმეს ეჭვი ოდნავ მაინც ეპარებოდა და რაღაც პაწია იმედი ჰქონდა გულში, რომ წლების მანძილზე ხალხის მძარცველი მევახშე, პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა, ნახევარი საქართველო რომ გასულია ქვეყნიდან, იმიტომ რომ მათი მევახშეობით დაქცეული ოჯახების განადგურების ავტორ-შემსრულებლები სწორედ ეს “მოგონილი ბიზნესმენები” არიან (ბანკირის – საბანკო სისტემის მანტიით მოსილნი) სწორედ საბანკო სისტემის და ქვეყნის წინააღმდეგ “საბოტაჟნიკები” და ვინმეს თუ კიდევ ოდნავ, მაინც ეგონა რომ, თივისგან აგურის სახლი აშენდება, ა ბატონო სრული ლუსტრაცია ხომ მოხდა გუშინ ტვ “პირველზე”, ღია ეთერში (ცოტა წვლილი ამ ლუსტრაციაში მეც ხომ მიმიძღვის?!🤓😘).

ჰოდა, ასეა ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ღირსების “გაპროცენტებას” მიჩვეულნი არიან.

ოკუპანტი კარზეა მომდგარი და 12 პუნქტი შესასრულებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ დროს პოლიტ. მევახშეები ვაჭრობენ, ვაჭრობენ და ოცნებობენ ქვეყნის მართვის სადავეებზე, ნუ იმ მოსახლეობის მართვაზე ოცნებობენ, იმ ადამიანების მართვაზე, რომლებიც, ჯერ არ გაქცეულან ამ ქვეყნიდან “მათი წყალობით”, ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და ჯოჯოხეთად ქცეულ, მევახშეთა ბანკებში დაგირავებულ ცხოვრებას ებრძვიან.

ჩემი მეგობარი მეუბნება ახლა, ეს ახალგაზრდა “კამო” ეთერში რომ იჯდა გუშინ, მისი ლიდერის – მევახშის ახალგაზრდობას მაგონებს ძლიერო, ნუ ხომ გაგიგონია “ძაღლი პატრონს ჰგავსო”.😂🤓
ჰოოო, ვინ ვის ჰგავს არ ვიცი და “ძაღლი პატრონს რომ ვერ სცნობს” ამ ქვეყანაში ეგ ზუსტად ვიცი!!😂✌️

“ლელო” არ ვიცი და გუშინ ღია ეთერში საკუთარ კარში კი გაიტანა “გოლი” პარტია ლელოს წევრმა ბუაძემ, თან ისე გაიტანა საკუთარ კარში, აი ზუსტად ისე დარჩება ეს მისი “შეცდომა გოლი”, როგორც ფეხბურთში რჩება ხოლმე საკუთარ კარში გატანილი “გოლები” მოთამაშის ლაქად. დიდ ფასად დაუჯდება ეს “ახალგაზრდა კამოს” მიერ ” საკუთარ კარში” დარტყმული გოლი მის ლიდერს-მევახშეს.
ხალხი ბრძენია!😍❤️✌️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...