შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთმანეთთან ერთიანობაზე ჩხუბით და ჩრდილიდან დალაგებული ალიანსებით ქმნიან...

“ერთმანეთთან ერთიანობაზე ჩხუბით და ჩრდილიდან დალაგებული ალიანსებით ქმნიან მარცხისთვის განწირულ დღის წესრიგს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულა მედიას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეფასებისას ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს პოლიტიკოსების მიერ ერთიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეთავაზებებზე:

ერთიანობაზე ამდენს იმიტომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, რომ იდეურად ბანკროტები არიან და სხვა თემა არ აქვთ.

ერთმანეთთან ერთიანობაზე ჩხუბით და ჩრდილიდან დალაგებული ალიანსებით ქმნიან მარცხისთვის განწირულ დღის წესრიგს, იმიტომ რომ არ იციან სხვა რაზე ილაპარაკონ.

დაშლისთვის განწირული ალიანსებით ქმნიან ნიუსებს.

პოლიტიკის კეთების იმიტაციას ასე ახდენენ.

სტატუსიც იგივეა.

სტატუსი ხომ ჩვენზე არაა დამოკიდებული? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ოპოზიციაში – ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ხომ ვერ ვიმოქმედებთ? ჩვენს მიღმა ხდება ეს ხო?

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაანალიზოთ რა მოხდება ერთი, ან მეორე გადაწყვეტილების შემთხვევაში და მოსახლეობას პირუთვნელი ანალიზი მივაწოდოთ – რომ საფრთხეებისთვის გავამზადოთ.

(რასაც იდეურად ბანკროტები მანიპულაციებით ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ – ბანკროტები არიან, შინაარსობრივად ვერ გვიპირისპირდებიან და რეაქციონერების მეთოდებით და ტყუილების დაბრალებით თუ გაგვაშავებენ).

თავისი, ავთენტური თემები არ აქვთ.
იდეურად ბანკროტები არიან.
შინაარსს ვერ ქმნიან.

ერთადერთი რაც შეუძლიათ ერთიანობაზე ჩხუბია იმ ხალხთან, ვისაც ცილს სწამებდნენ, მოღალატეებს, ბიძინასთან გარიგებულებს, ნუგზარ ფოფხაძეებს და ლუკაშენკოებს გვიძახდნენ – ანაც იმაზე მჩხიბავობა, რაც მათზე არაა დამოკიდებული.

მოკლედ, გასარეცხია ქართული პოლიტიკა და გონიერი ადამიანები ამაში უნდა დაგვეხმარონ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...