ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:
“პოლიტიკური რეალობა ასეთია:
ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან “ქართული ოცნება” სტაბილურად ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო “ნაც. მოძრაობა” ასევე სტაბილურად მანკიერ წარსულთან, არცერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს.
მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება.
ელექტორალური, მათ შორის, ნახტომისებური ზრდის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული ორივე პოლუსისგან, შეიმუშავებს პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და შეძლებს გარკვეული ძალის დემონსტრირებას.
განაცხადი უნდა იყოს მკვეთრი და ყველასთვის გასაგები – წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად არცერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ არც წარსულთან(ნაცები) და არც აწმყოსთან(ქოცები).
იქნებიან თანმიმდევრული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ სისტემას, რომელზეც იდგა და დგას ქოციც და ნაციც, პირობითი “კოლექტიურ მურუსიძის” სახით…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.