პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი: "ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი"

ირაკლი ღარიბაშვილი: “ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი”

ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორის, ზოგადად, სექტორში არის ძალიან გააქტიურებული, ბიზნესსექტორში ბრუნვა პირველ კვარტალში საკმაოდ გაზრდილია. ფაქტები მინდა მოვიყვანო, – 15%-ით არის დაახლოებით გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში და შეადგინა 44 მლრდ ლარი, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხობს იმას, რაც გითხარით, და პირდაპირ არის ასახული ყველაფერზე. ასევე, გამოშვების ზრდაში ზოგადად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა,“ – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდასთან დაკავშირებით. „ასევე სამუშაო ადგილებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვით, – სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული, და მაშინ იყო 31 000, და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.

იცით, რომ წინა კვირას ამის თაობაზე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა საუბარი. ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამის თაობაზე მონაცემები, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული, ისტორიულ მინიმუმზე, ისევე, როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე,“ – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...