spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ წყენაა, მოდი, ვიპოვოთ შერიგების გზა! ყველამ ვიკისროთ...

“თუ წყენაა, მოდი, ვიპოვოთ შერიგების გზა! ყველამ ვიკისროთ თურქული საუკუნის მშენებლობა!” – რეჯეფ თაიფ ერდორანი

თურქეთში პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, სადაც მან, სიტყვით გამოსვლის დროს, აღნიშნა ის პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც აპირებს ქვეყნის მართვას, მომავალი 5 წლის განმავლობაში:

,,ჩვენ ჩავეხუტებით 85 მლნ ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობის, აღმსარებლობისა თუ სექტისა. არ დავკარგავთ ჩვენი საყვარელი ერის ნდობას, საკუთარი თავის, პარტიისა და ალიანსის მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას და მსახურებას თურქეთისთვის.

დღეს ჩვენი შვილების ნათელი მომავლის დაცვის დღეა. გვერდზე გადავდოთ საარჩევნო პერიოდის წყენა. თუ წყენაა, მოდი, ვიპოვოთ შერიგების გზა! ყველამ ვიკისროთ თურქული საუკუნის მშენებლობა!

ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას ლიბერტანიალური, სამოქალაქო და ყოვლისმომცველი კონსტიტუციით. მისი ამჟამინდელი კონსტიტუციისგან გადარჩენით, რომელიც გადატრიალების შედეგი იყო.

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მუსტაფა ქემალის პრინციპი – ,,მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“ პრაქტიკაში განვახორციელოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით, მივყვებით იმ დაპირებებს, რაც ჩვენს ხალხს საარჩევნო მოედნებზე მივეცით, რასაც დავპირდით ბოლო 21 წლის განმავლობაში. იმედია, სათითაოდ ვაქცევთ რეალობად.

გპირდებით, 5 წლის განმავლობაში მთელი ძალით ვიმუშავებთ თურქეთის რესპუბლიკის დიდებისა და ღირსების დასაცავად, რეპუტაციის ასამაღლებლად და მისი სახელის მსოფლიოში განდიდებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...