ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინინო ჯანგირაშვილი: "უნდა შედგეს ჯალათი პოლიციელების სია"

ნინო ჯანგირაშვილი: “უნდა შედგეს ჯალათი პოლიციელების სია”

გუშიმ პარლამენტის წინ პოლიციელების აქტივისტების დაკავებებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

სახეებზე ვიცით ის პოლიციელები, რომლებმაც გუშინ თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია და გამოხატვის თავისუფლება. ამას უკვე ყოველდღე აკეთებენ, თითქოს ნორმაა. მერე აქტივისტები დადიან სასამართლოებში და მათ ასამართლებენ. არასერიოზულად ვუყურებთ თითქოს ამ ამბავს, იმიტომ რომ ჯარიმებია ძირითადად. არადა ამასობაში ჩამოგვართვეს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება.

მივგრიალებთ რუსეთისკენ. ეს პოლიციელები, ვინც ამ ქვეყნის დანგრევაში და რუსეთად ქცევაში მონაწილეობენ უნდა დაისაჯონ. პასუხი უნდა აგონ სამართლებრივად და დასანქცირდნენ, როგორც დემოკრატიის მტრები. ვიცი იტყვით, ეს არ იქნება, სხვა იქნება, რიგითებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ ივანიშვილია, მაგრამ არ არის ასე. ვერ უნდა ბედავდეს ვერავინ ასეთი ბრძანების შესრულებას, კანონის თავზე გადახევას, მითუმეტეს პოლიციელი.

უნდა შედგეს ჯალათი პოლიციელების სია. უნდა წამოიწყონ ენჯეოებმა, იურისტებმა საქმე იმ პირუტყვების წინააღმდეგ, ვინც გუშინ პარლამენტის წინ ხალხი დაარბია. აქაურ ინსტანციებში რომ არაფერი იქნება, სტრასბურგში უნდა წავიდეს საქმე. მათი ფოტოები და სახელები და გვარები უნდა გაეგზავნოს ყველა დასავლურ ქვეყანას, რომ მათი ფეხი აღარ იყოს არასდროს ცივილიზებულ სამყაროში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი უნდა ჩასხდნენ ციხეში.

ღარიბაშვილი ჩვენი ფულით, ჩვენი ბიუჯეტის 125 მილიონით ბინებს უშენებს 1000–ზე მეტ პოლიციელს. პირად გვარდიას იკეთებს, რომ ის აკეთონ მისი გულისთვის, რასაც აკეთებენ. იმ ბინის გულისთვის დაგვხვრეტენ კიდევაც ქუჩაში, თუ ჩვენი მხრიდან წუწუნის მეტი არაფერი იქნება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...