2 ივნისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი ჰქონდა, გაუფასურების ნიშნებით, რაც აშშ დოლარის კურსთან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
30 მაისი – 2.5823;
31 მაისი – 2.5919;
1 ივნისი – 2.5972;
2 ივნისი – 2.6396.
ბოლოსწინა ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე, ლარი გამყარდა, 0.0061 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6335 ლარი.
ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაშიც, გაუფასურების დინამიკით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
30 მაისი – 2.7664;
21 მაისი – 2.7824;
1 ივნისი – 2.7733;
2 ივნისი – 2.8278.
ბოლოსწინა ვაჭრობაზე ლარის გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0098 ლარით და 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8376 ლარი.
ამავე პერიოდში ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3011 ლარი (გაუფასურდა 0.0114 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1261 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7131 (გამყარდა 0.0016 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5491 ლარი (გამყარდა 0.0036 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8093 ლარი (გამყარდა 0.0202 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9109 ლარი (გაუფასურდა 0.0035 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7305 ლარი (გაუფასურდა 0.0175 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1996 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.0358 ლარი (გამყარდა 0.0508 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8971 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით)
მაისში ლარის კურსის რამდენიმ ეტაპი განისაზღვრა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, გაუფასურება-გამყარება-გაუფასურება. კერძოდ, 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
30 მაისი – 3.2255;
31 მაისი – 3.2110;
1 ივნისი – 3.2021;
2 ივნისი – 3.2577.
ბოლოსწინა ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე, ლარი მცირედით, უმნიშვნელოდ გამყარდა, 0.0032 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 3 ივნისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2545 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი