შაბათი, აპრილი 19, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 ივნისის პერიოდისთვის

2 ივნისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი ჰქონდა, გაუფასურების ნიშნებით, რაც აშშ დოლარის კურსთან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

30 მაისი – 2.5823;
31 მაისი – 2.5919;
1 ივნისი – 2.5972;
2 ივნისი – 2.6396.

ბოლოსწინა ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე, ლარი გამყარდა, 0.0061 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6335 ლარი.

ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაშიც, გაუფასურების დინამიკით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

30 მაისი – 2.7664;
21 მაისი – 2.7824;
1 ივნისი – 2.7733;
2 ივნისი – 2.8278.

ბოლოსწინა ვაჭრობაზე ლარის გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0098 ლარით და 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8376 ლარი.

ამავე პერიოდში ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3011 ლარი (გაუფასურდა 0.0114 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1261 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7131 (გამყარდა 0.0016 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5491 ლარი (გამყარდა 0.0036 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8093 ლარი (გამყარდა 0.0202 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9109 ლარი (გაუფასურდა 0.0035 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7305 ლარი (გაუფასურდა 0.0175 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1996 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.0358 ლარი (გამყარდა 0.0508 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8971 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით)

მაისში ლარის კურსის რამდენიმ ეტაპი განისაზღვრა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, გაუფასურება-გამყარება-გაუფასურება. კერძოდ, 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

30 მაისი – 3.2255;
31 მაისი – 3.2110;
1 ივნისი – 3.2021;
2 ივნისი – 3.2577.

ბოლოსწინა ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე, ლარი მცირედით, უმნიშვნელოდ გამყარდა, 0.0032 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 3 ივნისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2545 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...