გუშინ, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის დროს, 7-9 მარტის აქციების მონაწილე, პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიდისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ:
,,კარვის ეპიზოდია ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც კარვის გაშლა ხელს არ უშლიდა გზის სავალ ნაწილს, არც სხვა პირების ინტერესების უგულებელყოფა არ ხდებოდა. კანონში არანაირი ჩანაწერი არ გვხდება, რომ კარვის გაშლა არ შეიძლება.
ამ შემთხვევაში ბექა გრიგორიადისი კი არ იქცეოდა კანონის საწინააღმდეგოდ, პირიქით, სწორედ ის პოლიციელები, რომლებმაც წაართვეს კარავი და მას აღუკვეთეს პროტესტის ამ ფორმის გამოხატვა. სწორედ ეს პოლიციელები იქცეოდნენ უკანონოდ.
აშკარად იკვეთება ის, რომ რატომღაც ძალიან ეშინიათ იმ აქციების, სადაც შეიძლება კარავი იყოს გაშლილი”, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


