spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც...

“ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ის ღირსეულად წარსდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი” – თეა წულუკიანი

ვიცე პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოლდოვაში გამართულ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ქართველ ხალხს და სახელმწიფოს ეკუთვნის:

,,ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ის ღირსეულად წარსდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად გვაქვს დამოუკიდებლობა მოპოვებული, ვართ სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ.

ჩვენ ვთვლით, ასევე თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვიერი მხარდაჭერა პრემიერმა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე მიიღო.

დაველოდებით დიდი მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში იქნება ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...