ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კალაძემ საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ღარიბაშვილმა - უკრაინა,...

“კალაძემ საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ღარიბაშვილმა – უკრაინა, ვერ გავარკვიე კალაძე უფრო მავნებელია, ღარიბაშვილი თუ კობახიძე” – პაატა მანჯგალაძე

გასაგებია რა ჯიშის პატრიოტებიც ხართ და ვისაც ემსახურებით, ამიტომ ბიჭებო, გამოდით და ღიად აღიარეთ რომ რუსები ხართ” – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სადაც კალაძემ 2008 წლის ომში მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით “ქართული ოცნების” ლიდერების ქმედებები რუსული საქმის კეთების ტოლფასია და ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველა ხვდება:

“ქართული ოცნების” ლიდერებს ყოველდღე რაღაც მარათონი, ერთგვარი დოღი აქვთ გამოცხადებული – ანტიდასავლური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების შეჯიბრში.

ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე – კალაძე უფრო მავნებელია, ღარიბაშვილი თუ კობახიძე.

რას აკეთებენ ვხვდები, მაგრამ მოტივაციას ვერ ვხვდები, თვითონ რას იგებენ ამით?

ეს რომ რუსული საქმეა, ფაქტია. ამაზე აღარავინ დაობს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, მაგრამ რისი მოლოდინი აქვთ, გამარჯვებული რას მიიღებს, პუტინი გადასცემს სერგო ორჯონიკიძის სახელობის პრიზს?!

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ რუსეთი მოიგებს ცივილიზებულ მსოფლიოსთან დაპირისპირებაში? თუ იმ დონეზე მართლა სულგაყიდულები ხართ, რომ მზად ხართ, რუსეთის მარცხი თქვენს პირად მარცხად აქციოთ და შეეწიროთ პუტინის საბჭოეთის აღდგენის “დიად იდეალებს”?!

დღეს კალაძემ საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, გუშინწინ, გლობალურ სამიტზე, ღარიბაშვილმა – უკრაინა. გასაგებია რა ჯიშის პატრიოტებიც ხართ და ვისაც ემსახურებით, ამიტომ ბიჭებო, გამოდით და ღიად აღიარეთ რომ რუსები ხართ და საქართველოც გაგცემთ შესაბამის პასუხს.

ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს სამართლიანობა და დასავლეთი არცერთი წამით არ დაუშვებს ბოროტების გამარჯვებას” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალძე: “ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...