კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაპაატა კვიჟინაძე: ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა რისკები...

პაატა კვიჟინაძე: ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა რისკები რჩება

ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია. ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. მიღწეული შედეგი დადებითია, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავაც მაღალია. არის ფაქტორები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ინფლაციის მატება, ისე დეფლაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი ინფლაციის მიზეზად კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, მიწოდების ჯაჭვის დარღვევა და გლობალური გაურკვევლობა დაასახელა, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია 2022 წელს 9.8%-მდე შემცირდა, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და აპრილის თვის მონაცემებით 2.7%. ინფლაცია 3 %-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა.

პაატა კვიჟინაძის თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საჭიროებს დამატებით სიღრმისეულ ანალიზს, შესაბამის დაბალანსებულ მონეტარულ პოლიტიკას და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კუთხით ლარის კურსთან მიმართებაში ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა.

წლის განმავლობაში ლარის კურსი ძირითად ვალუტებთან მიმართებით მყარდებოდა, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. გაცვლითი კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანი და სასურველი მიზანია საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ვაჭრობისათვის“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფინანსური სისტემის მდგრადობას, თუმცა აღნიშნა, რომ დოლარიზაცია კვლავაც გამოწვევად რჩება.

დოლარიზაციის შემცირების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც პარლამენტის, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან. საჭიროა განხორციელებული ღონისძიებების დეტალური შესწავლა და ანალიზი, რათა დავინახოთ რა შედეგები გვაქვს და რა გამოწვევებია“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სს “თელასი”: 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ – ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი”...

„მერამდენეჯერ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა,...

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...