სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალს არ...

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება – კახა კალაძე ელჩების დემარშზე

დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ შევუერთდით სანქციებს“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს.

როგორც მან მედიასთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი ანდა ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას? ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ატარებს ქვეყნის ინტერესს და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.

რაც შეეხება დიპლომატებს, ყოველთვის იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, ვთქვით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვატარებთ. არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...