spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები დღეს, საბედნიეროდ, არ გვყავს -...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები დღეს, საბედნიეროდ, არ გვყავს – გვყავს კონკრეტული დამნაშავეები” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კონკრეტული განმარტებებით გამოეხმაურა,  ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.

თბილისის მერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამის შემდეგ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად იცავს:

არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც გაგვაჩნია და რითაც დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება.

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალში. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ზოგადად, დავამათავრეთ 2012 წელს.

ვიცით ყველამ, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რა დამოკიდებულება იყო განხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას ივნისის ბოლომდე შეასრულებს და ამის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის მეგობრებზე იქნება დამოკიდებული.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...