შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკება არ...

ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, ხოლო ოპოზიციის განცხადებები პოლიტიკური მანიპულაციებია – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასერიოზული და მანიპულატორული უწოდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქართული მხარე მართავდა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე.

როგორც მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, ამ ყველაფერს დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ რუსეთის ფედერაციას ამავეს თვითონვე სთხოვდნენ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაატარებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას:

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, არ ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენასთან, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ამას აპროტესტებდნენ ის ადამიანები, ვინც ამას გუშინ პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, რუსეთის მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ, ტურისტულად ჩამოსულიყვნენ და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის მიერ ორმხრივი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, არ გაუპროტესტებია:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა. ეს, როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო. რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში ან არა მხოლოდ ერევნის გავლით, პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერია. არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა ფრენების აღდგენაზე და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...