ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ღალატის ქრონიკა" - პაატა მანჯგალაძე მედიაში...

“ეს არის ღალატის ქრონიკა” – პაატა მანჯგალაძე მედიაში გასული რეპორტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით

ტვ ,,პირველის“ ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის ,,შაბათის შოუში“ გასულ სიუჟეტზე, სადაც საუბარია რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირზე – სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირ ფრენებზე, მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

,,ჩვენ გუშინ, გადაცემაში ,,ნოდარ მელაძის შაბათი“, ძალიან საგანგაშო ინფორმაცია ვნახეთ, სადაც პირდაპირ იყო საუბარი, თუ რა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს საქართველოს რეინტეგრაცია რუსულ ჭაობში. დოკუმენტურად პირდაპირ დადასტურებულია და პუტინი საუბრობს ამაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა მოლაპარაკებები და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ – ვგულისხმობ ვიზების გაუქმებას, პირდაპირ ფრენებს.

მეგობრებო, ვითარება არის საგანგაშო იმიტომ, რომ იქ წარმოდგენილი ადამიანი, ვინმე ვიგინდარა რომან ბოკერია, პირდაპირ საუბრობდა, რომ ის არის საქართველოს ეკონომიკური ელჩი რუსეთში. ანუ რაღაც დონეზე თითქოს ეკონომიკური თანამშრომლობა დავიწყეთ, შემდეგი ეტაპი იქნება პოლიტიკური თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროცესი არ არის მიმართული საქართველოს მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადაგდებაზე, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

მივმართავ ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციური პარტიებიდან – ეს არის იმ მასშტაბის საგანგაშო ინფორმაცია, ჩვენთვის საგანგებო ვითარება, რომ აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც საგანგებო რეაქცია და ზომები. ამიტომ გთავაზობთ, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როგორ შეიძლება ყველა ერთად აღვუდეგთ საქართველოს რუსულ სივრცეში რეინტეგრაციის პროცესს ანუ რუსულ ჭაობში დაბრუნების პროცესს.

ეს არის ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამის ასე უბრალოდ გატარება, თავის ნებაზე მიშვება, თითქოს არაფერი ხდება და არ შევიმჩნიოთ, ნამდვილად არ შეიძლება…“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...