პარასკევი, აპრილი 26, 2024

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე სტოკჰოლმში “ალდეს” ყოველწლიურ შეკრებაზე ევროპული ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები სტოკჰოლმში “ალდეს” ყოველწლიურ შეკრებაზე გაემგზავრნენ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე შეხვედრებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავენ.

შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იქნება. ასევე შეხვედრები “ნატოში” ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართება.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული