spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისს “თელასს“ ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მოქმედების ვადა...

სს “თელასს“ ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუგრძელდა

კომპანია “თელასს“ ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 14001:2015 მოქმედების ვადა გაუგრძელდა.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ „Intertek“ სს „თელასი“-ს ეკოლოგიური მართვის სისტემის ISO 14001:2015 ყოველწლიური, გეგმური საზედამხედველო აუდიტი ჩაატარა და გასცა დადებითი რეკომენდაცია საერთაშორისო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 2024 წლის ივნისამდე.

აუდიტმა დაადასტურა, რომ „თელასი“-ს ეკოლოგიური მართვის სისტემა კვლავაც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015-ს მოთხოვნებთან და კომპანია მკაფიოდ წარმოაჩენს მის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ ეკოლოგიური მიმართულებით. აუდიტორებმა დადებითად შეაფასეს „თელასში“ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა ცვლილებები და ინოვაციები, რაც ემსახურება ეკოლოგიური ეფექტიანობის შენარჩუნებას და კომპანიის მხრიდან გარემოზე უფრო მეტად ზრუნვას.

განახლებული სტანდარტის ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2015 კომპანიამ 2021 წელს მიიღო. მომავალ წელს აუდიტორული კომპანია „თელასში“ ჩაატარებს გეგმურ რე-სერტიფიცირების აუდიტს, რომელიც გულისხმობს კომპანიის მართვის სისტემის სიღრმისეულ, სრულფასოვან შეფასებას ISO 14001:2015 სერტიფიკატის მოქმედების ვადის კიდევ სამი წლით გაგრძელების მიზნით.

ეკოლოგიური მართვის სისტემის ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკაცია წარმოადგენს საწარმოს ეკოლოგიური ეფექტიანობის დადასტურებას და მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართ.

2015 წელს სს „თელასი“ გახდა პირველი საქართველოს ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს შორის, რომელმაც ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004 მიიღო. თუმცა კომპანიამ ყოველწლიურად უნდა დაადასტუროს თავისი ეკოლოგიური მართვის ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. საერთაშორისო კომპანია „Intertek“ ატარებს აუდიტს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

ეკოლოგიური მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს სს „თელასი“-ს სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინების ერთ-ერთ გზას, ბუნებრივი რესურსების დაზოგვის და გარემოს დაბინძურების შემცირების ეფექტურ მეთოდს. სს „თელასი“-ს ეკოლოგიური პოლიტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ეკოლოგიური მართვის სფეროში.

ინფორმაციას სს “თელასი“ ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...