კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული -...

“ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული – ყოველი სიტყვა” – ნიკა გვარამია

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მის მიერ კატარში, “ბლუმბერგის” კორესპონდენტთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების გამო, მწვავე შეფასებებით უპირისპირდება პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი. არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები – შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი.

ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული – ყოველი სიტყვა.

არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული).

საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა – ბელოგრუზიაა.

ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა გავძლოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ რა დასავლურ სტატუსებს, (მიტინგების მეშვეობით მოპოვებული, სპორტული გამარჯვებებით როგორი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს) და სოციოლოგიური კვლევების აღმაფრთოვანებელი შედეგებით არ წყდება და ეს სამართლიანიცაა, რადგან ხალხი იმსახურებს ევროპას, თუ ევროპას ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებს. ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება არის არაგულწრფელობა საკუთარ ხალხთან და ევროპის მოტყუება და მასთან ვაჭრობა. ნუ გადავაქცევთ სტატუსს სპორტულ ინტერესად, გულზე დასაკიდებელ მედლად, ეს არ არის აზარტის საკითხი, ეს სამართლიანობის და რაციონალურობის საკითხია.

თუ ევროპელობა გვინდა, თავად უნდა შევძლოთ, ამ საკითხს მივუდგეთ ევროპული წესიერებით, მორალური სიცხადით, ბრძოლისუნარიანობით და თანმიმდევრულობით. ამავე პრინციპებზე უნდა ავაგოთ საკუთარი შეფასებები და განცხადებებიც.

გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ყველაფერი, რაც მორალურად ბუნდოვანია, სამართლიანობას მოკლებულია, რაციონალურობის ჩარჩოდან გასულია, აძლიერებს არსებულ სტატუს-კვოს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. და რა გინდა რა მედლები არ უნდა დაგვკიდონ გულზე, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, დასავლურ ოჯახს ვშორდებით, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში.

ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს – თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...