კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ესენი არიან ბოლშევიკები, ოღონდ უიარაღოდ, იგივე პრინციპებითა და...

“ესენი არიან ბოლშევიკები, ოღონდ უიარაღოდ, იგივე პრინციპებითა და მიზნებით” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებაზე”

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე:

“ქართული ოცნების“ ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი მიმართულია არა მხოლოდ ჩვენი ევროპული კურსის წინააღმდეგ, არამედ ქართული სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ესენი არიან ბოლშევიკები, ოღონდ უიარაღოდ, იგივე პრინციპებითა და მიზნებით.

ამ ბრძოლაში ისინი არ ერიდებიან არც ძალადობას, არც ცილისწამებას, არც მოსყიდვას, არც ისტორიის გაყალბებას, არც ლიტერატურული პერსონაჟების ქცევების გაუკუღმართებას. ამის ნათელი მაგალითია „სტუმარ-მასპინძლის“ ირაკლი კობახიძისეული გაგება, რომელიც მტერთან კოლაბორაციის გამართლებისთვის ვაჟა-ფშაველას იყენებს.

სინამდვილეში, ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს სტუმარს და ტანკით შემოჭრილ მტერს, რომელიც დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგას. მათ უნდათ, რომ მტერთან თანამშრომლობა, მტერთან კოლაბორაცია აქციონ ნორმად, რომ თითქოს მერე რა რომ რუსეთი 200 წელზე მეტია ცდილობს საქართველოს განადგურებას, მერე რა რომ ჩვენი ძირძველი კუთხეები მიიტაცა და მიიერთა, არც ის არაფერს ნიშნავს, რომ დღესაც იმპერიის აღდგენის ჟინით უკრაინაში კლავს ქალებსა და ბავშვებს, არც ის, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემულია პუტინის დაკავების ორდერი, მაგრამ კობახიძე უსირცხვილოდ საუბრობს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

ახლა ველოდები, როდის ჰკითხავენ ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე რომელზეც დარწმუნებული ვარ, თავაწეული, ამაყად, მისთვის დამახასიათებელი უტიფრობით იტყვის, რომ გერმანიაში ასწავლეს სუვერენული სახელმწიფოში შეჭრა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ამას სულ არ სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ამისთვის საჭიროა 50 000 ადამიანი რამდენიმე დღით ქუჩაში და ყველაფერი დასრულდება ხალხის გამარჯვებით!

არა კოლაბორაციას! არა ღალატს!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...