პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძემ 13 წლის სოფიო დუმბაძე მოინახულა, რომელსაც...

თორნიკე რიჟვაძემ 13 წლის სოფიო დუმბაძე მოინახულა, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულა, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

2023 წლის აპრილის თვეში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდა. სოფო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს გაიზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2023 წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა.

,,13 წლის სოფიო დოლიძის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. უსაზღვროდ მახარებს, რომ დღეს გოგონა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მოხარული ვარ, რომ შევძელით 2023 წლიდან გაგვეზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში პოსტოპერაციული გამოკვლევების სრულად დაფინანსების შესახებ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 120 000 ლარით, გულის ტრანსპლანტაციას 220 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 235 000 ლარით აფინანსებს.

ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ გამოკვლევები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...