spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და ის პატრიოტი...

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და ის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რუსიფიკაციას – “სტრატეგია აღმაშენებელი”

ყვარელში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნენ პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები, სპეციალური განცხადებით ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”:

დღეს თელავის პოლიციასთან სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ელენე ხოშტარია, რომელიც ყვარელში დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.

საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ გადაიქცა რუსეთის და პუტინის ინტერესების დამცველად, სცემენ და აპატიმრებენ იმ პატრიოტებს, რომლებიც სრულიად სამართლიანად აპროტესტებენ პუტინისტი ლავროვის ოჯახის წევრების დროსტარებას საქართველოში.

სამწუხაროდ, პოლიცია რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს, ოთხოზორიას, ანწუხელიძის ღირსებას – გადაიქცა ლავროვების დამცველად.

ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში მიუთითებს მხოლოდ ერთზე, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს დააკარგინოს ევროპული მომავალი და დაჩქარებული ტემპით მიგვაქანებს რუსული ჭაობისკენ.

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და ის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც სამართლიანად იცავდნენ ღირსებას, სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რუსიფიკაციას!

როგორც არ უნდა ეცადონ, საქართველო არასდროს იქნება რუსების დროის სატარებელი ადგილი და აღარასდროს გახდება რუსეთის ნაწილი, რადგან ქართველმა ხალხმა არაერთხელ, მკაფიოდ გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არჩვანი არის ევროკავშირი და ევროპა!

დავდგეთ ერთად! საქართველო გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...