კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიშა არ მოგვიკლას პუტინმა!"...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიშა არ მოგვიკლას პუტინმა!” – კობა ხაბაზი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, უკრაინაში მებრძოლი, კობა ხაბაზი:

წავიკითხე მიშას წერილი კობა ნაყოფიას შესახებ.

60 კილო, მოწამლული, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ისევ მეგობრებზე ფიქრობს, იცავს, ამხნევებს…

მართლა არ ვიცი რა ადამიანია მიშა, უბრალოდ მეტია, ყველა ჩვენთაგანზე ერთად აღებულზე მეტი.

მეჩქარება კონტრშეტევა, მეჩქარება გამარჯვება და პუტინის დასამარება, სამწუხაროდ მიშას შველის სხვა გზას ვეღარ ვხედავ.

რატომ?

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდ ადამიანებს სიბინძურეში ჩაფლული პატარა ადამიანები ვერაფრით დაეხმარებიან.

გუშინ თანამებრძოლებთან საუბრისას ჩემს მეგობარს, უმაგრეს ადამიანს, აკაკი ბერიანიძეს, მიშაზე საუბრისას უთქვამს კობას ერთი ღამე არ დაუძინია მიშას ბედზე წუხილის გარეშეო…

დიახ, ეს სიმართლეა და უფრო მეტიც, შემიძლია დავიფიცო ერთი ჭურვიც არ გამისროლია იმ განცდის გარეშე, რომ იქნებ ამ გასროლით ცოტათი მაინც დავაჩქარო მიშას გათავისუფლება.

ბევრჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერი რომელიც პირველი სამი პრეზიდენტიდან ორს მოკლავს, ვერასდროს შედგება!

გვინდა ჩვენი შვილებს მომავალი ჰქონდეს? გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ, განვითარებულ, წარმატებულ სახელმწიფოში?

მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიშა არ მოგვიკლას პუტინმა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე კობა ხაბაზი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...