spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით ქავარავა: "ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა!!!"

დავით ქავარავა: “ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა!!!”

სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულ პირველ ავიარეისსა და თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტს მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

ჩემო მეგობრებო!

ჩვენი ქვეყანა უკანმოუხედავად მიექანება რუსეთში!
ამის შემოქმედი კი ქოცხელისუფლებაა!

დღეს ვუყურებ და პოლიცია აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც აპროტესტებს რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენას!

ძალიან ბევრ, ღირსეულ პოლიციელს ვიცნობ, მაგრამ!!! დღეს თქვენ არ იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს! თქვენ იცავთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს! თქვენ ხელს უწყობთ ქვეყნის ოკუპაციას!

რუსეთი გვიპყრობს და მალე შესაძლოა ძალზედ გვიანი იყოს!

ამ რეისების აღდგენა არ არის ეკონომიკურ-ფინანსური აქტი!

ეს არ არის იმ 112 000 ეთნიკური ქართველის ვითომ მხარდაჭერა, საიდანაც 90% საქართველოს მოქალაქეც კი აღარ არის!

ეს არის რუსული ექსპანსიის გაგრძელება, საქართველოს სრული ოკუპაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი!

რუსეთი ამჯერად სხვაგვარად იპყრობს საქართველოს!

ყველა ერთად დავფიქრდეთ, გადავწყვიტოთ, თუ რა გვინდა, რუსეთის სრული და საბოლოო მონობა თუ ბრძოლა და თავისუფლება!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ძალა ერთობაშია!

ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ქაცარავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...