პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუკი ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ის ამ დახმარებას...

“თუკი ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ის ამ დახმარებას კერძო კლინიკაში, “ვივამედში” იღებს” – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა შედგა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და ელჩების მოადგილეებთან. შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟუნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმეზე. მისი განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, უარის განაცხადი არის საბოლოო პასუხი, ხოლო საქართველოში იგი სათანადო მკურნალობას ირებს:

,,შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია, ვისაუბრეთ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, ასევე, მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ მოვერიდები საუბარს.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ის ამ დახმარებას კერძო კლინიკაში, ,,ვივამედში“ იღებს. ექიმების შესაბამისი დასკვნა როდესაც იქნება, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დაუყოვნებლივ სამკურნალოდ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში, ამაზე იყო პასუხი. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება – როდესაც დაცვის მხარე სარჩელს წარადგენს, სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენ უკვე, ასე ვთქვათ, პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ ამ საკითხზე.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას – პოლონეთში მსჯავრდებული სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...