spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ კობახიძე და მდინარაძე, რომლებმაც...

“კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ კობახიძე და მდინარაძე, რომლებმაც რუსული კანონის მიღება აიძულეს თავიანთ თანაპარტიელებს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ჩატარებულ სკანდალურ კენჭისყრაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებმაც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, მიმდინარეობს ბულინგი. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს პარლამენტის დეპუტატი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე და საპარლამენტო უმრავლესობას კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:

სამარცხვინო და აბსურდულია კობახიძის და მდინარაძის განცხადება, ჩვენს მიერ ოპოზიციის რომელიმე დეპუტატის მიმართ ზეწოლაზე.

უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ამ დეპუტატებს ვინც აიძულა საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედება, ეს არის „ქართული ოცნება“ რადგან არ მგონია, რომ ისე, უბრალოდ ადამიანებს საკუთარი თავები ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინათ.

ამასთან, კომიკურია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც რუსული კანონის მიღება აიძულეს თავიანთ თანაპარტიელებს და უფრო მეტიც, თავი ვინც შეიკავა ის დეპუტატები საგანგებოდ დასაჯეს საკუთარი აზრისა და პოზიციის ქონის გამო.

განსაკუთრებით სავალალოა, რომ ამ რეპრესიებს ვერ გადაურჩა გენერალი ჩაჩიბაია.

არ მესმის, უახლოეს წარსულში ამ ქმედების ჩამდენი ძალა როგორ საუბრობს ვინმეს ზეწოლაზე და ზემოქმედებაზე.

ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად არ აქვთ მოკლე მეხსიერება და საჭირო მომენტში ყველა ამ ქმედებებისთვის პასუხს მოსთხოვს ბოლო პერიოდში ყველა ანტი ეროვნულ, ანტი ქართულ ძალას იმ ანტი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს.

რა შეეხება დეპუტატების მხრიდან ხმის მიცემას, თითოეულ მათგანს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიარონ რა მოტივაციით დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანდიდატებს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...