spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო კანდიდატის სტატუსს სხვაზე წინ იმსახურებს" - მამუკა...

“საქართველო კანდიდატის სტატუსს სხვაზე წინ იმსახურებს” – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეიკიავიკის სამიტზე წარმოთქმულ სიტყვაზე, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე:

,,ოდნავ მაინც ობიექტურად თუ ვინმე შეაფასებს იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საქართველო, არ მოვერიდები ამის თქმას, – კანდიდატის სტატუსს სხვაზე წინ იმსახურებს.

საქართველო სხვა ქვეყნებზე წინ იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი – თავისი გატარებული რეფორმებით, სწორი პოზიციებით.

ყველაზე მავნებლური და გოიმური მესიჯი ოპოზიციას რაც შეიძლება ჰქონდეს, ეს არის – გარეთ ასე, რომ ლაპარაკობთ, შიგნით ამას ლაპარაკობთ. რას ჰქვია შიგნით და გარეთ?! ანუ ჩვენ აქ რასაც ვლაპარაკობთ, გარეთ ის არ იციან, დახურულ ფორმატშია, ტელევიზიები არ არის საქართველოში?! გარეთ და შიგნით რას ქვია?! ვლაპარაკობთ ერთი და იგივეს!

ჩვენ ვლაპარაკობთ 2 მთავარ მესიჯზე:

1. საქართველოს მომავალი არის ევროპაში, საქართველო აუცილებლად გახდება და უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი;

2. საქართველო ეროვნულ ინტერესებზე, თავის ტრადიციებზე, ეროვნულ იდენტობაზე, ოჯახზე, სარწმუნოებაზე – ამ ყველაფერზე არასდროს იტყვის უარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...