spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფული მარტო ჯოჯხეთს კი არ ანათებს, ზოგიერთი ოპოზიციონერის...

“ფული მარტო ჯოჯხეთს კი არ ანათებს, ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს” – რომან გოცირიძე

დღეს, პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური 5 ადგილიდან 3 არამოსამართლე წევრი აირჩიეს. სხდომის დეტალებზე და სკანდალური კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ:

,,მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ არ დაუჭერდა მხარს იმ კანდიდატებს, რომლებიც ,,ქართული ოცნების“ მონა-მორჩილი იქნებოდა და ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განახორციელებდა.

შედეგად მოხდა 2 რამ: ან გაიყიდა 5 ადამიანი, ვინაიდან 5-მა ოპოზიციონერმა მისცა ხმა ან პროგრამაში მანიპულაცია მოხდა.

ასეთი რამ ფულის გარეშე არ ხდება, მეგობრებო. ეს არის რა – ფული მარტო ჯოჯხეთს კი არ ანათებს, ფული ზოგიერთი ოპოზიციონერის, ასე ვთქვათ, ტვინსაც აბნელებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის: როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, ანუ მინიმუმ 90 ხმით. მმართველ პარტიას, სრული მობილიზების შემთხვევაში ჰქონდა 84 ხმა, ამას დაემატა საპარლამენტო ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების” 4 ხმა, თუმცა მმართველი პარტიის ორმა კანდიდატმა მიიღო 93 ხმა, რაც ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

P.S. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციიდან ხუთმა დეპუტატმა ხმა მისცა კენჭისყრისას:

ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...