ორშაბათი, მარტი 31, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს საოცარი ადგილებითბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე

თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე

მრავლადაა თბილისში ადგილები, სადაც გული მიუწევს ადამიანს, სულიერად ისვენებს იქ ყოფნით და თვალიც ხარობს ამ ადგილების ნახვით. ერთ-ერთი მათგანია ნარიყალას ციხესიმაგრე. იგი განლაგებულია სოლოლაკის ბორცვზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანს თბილისის მრავალფეროვანი პანორამა და ეს ადგილი აღაფრთოვანებს არა თუ უცხოელებს, თბილისლებსაც კი, რომელთა თვალიც ერთგვარად შეჩვეულია ციხესიმაგრის საუცხოო ხედებს. რამდენჯერადაც არ უნდა იყო ნამყოფი ამ შესანიშნავ ადგილას, მაინც მიგიწევს გული იქით…

ბევრჯერ მომინახულებია ეს ადგილები წლების წინ, ვუყურებდი ამ შესანიშნავ ადგილებს და სიამაყით მევსებოდა გული, როცა ხელით ვეხებოდი მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, ნარიყალას ციხესიმაგრეს, ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნის ძეგლს და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც, რომ ღვთის მადლითაა კურთხეული ჩვენი სამშობლო და რა დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე…

ახლაც, ვაქვეყნებ რა 7 წლის წინანდელ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს, იგივეს ვფიქრობ და მჯერა ერის სიბრძნის, საქართველოს ბედნიერი მომავლის!

edi (163x156, 30Kb) ედნარ მგელაძე

 

ნარიყალა (ნარინ კალა) — უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტედტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ხო არ შეიძლება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ბოლომდე დაგაკარგინოთ გონი?!” – გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიას...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს   აშშ...

“ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ შიშის კედელს და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას...

“რა უცნაურია ეს ცხოვრება. მთელი დღეა, გოგა ხაინდრავას დედის გინება მიდის, ექსკლუზიურად ჯაბა იოსელიანის...

საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განმარტებების შემდეგ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართ...

“ირაკლი კობახიძე, ნანუკას დაჭერაზე რომ “ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა, ვიცი – მოვიდა სიგნალი!” – ელისო...

"ნანუკას ფონდის" დაყადაღების საკითხს და ფონდის ხელმძღვანელის დაპატიმრებასთან დაკავშირებით...