spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და...

“მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დერექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ემოციურ მიმართვას ავრცელებს სოციალური ქსელის მეშვეობით:

სალამი მეგობრებო!

დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ 🙂

რა თქმა უნდა, ეს “სიმყუდროვე” ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ. რა თქმა უნდა, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ ასეთი დიდი ტვირთი დააწვა, თან ვამაყობ, რომ ასე უმკლავდება. რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრი სულ “მთავართანაა”, ვხედავ, როგორ უჭირთ, იმასაც ვხედავ, რასაც მიმალავენ ხოლმე და არ იმჩნევენ, მაგრამ ვხედავ იმასაც, როგორ იქცნენ მაგარი ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და სხვები, უმაგრეს მოქალაქეებად, ვინც თავისი სტოიკურობით ყოველდღიურად ამარცხებს სისტემას და იძლევა სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ, ვამაყობ და პატივს გცემთ!

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ.

დიდი მადლობა ყველას: ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს – ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, რა გინდა რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ.

წარმატებებს გისურვებთ, გამძლეობას და მოთმინებას!

ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ. და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტ ზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით. ასე აჯობებს.

P.S გუშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონალური მოკითხვა და განსაკუთრებული სიყვარული ბატონ ლევან ბერძენიშვილს! ხომ ისევ “ყველაზე უკეთ” ხართ, “როგორც ტანკი”? აბა რა! 🙂 მეც ეგრე 🙂 ყოჩაღად უნდა ვიყოთ, ბევრი საქმე გვაქვს წინ!” – სიყვარულით, ნიკა #212

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...