spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის ცვლილებები და შემოთავაზებები, რომლებიც წარმოადგინა "ქართულმა ოცნებამ",...

“ის ცვლილებები და შემოთავაზებები, რომლებიც წარმოადგინა “ქართულმა ოცნებამ”, არ ითვალისწინებს რომ სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელი გახდება ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვითარება შეიცვლება” – ნაზი ჯანეზაშვილი

,,ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, 8 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, სადაც საუბარია, თუ როგორ მიდის საქართველოში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება. მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა:

,,სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, მნიშნელოვანი რეკომენდაცია 2 ძირითად საკითხს ეხება. ეს არის – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

სამწუხაროდ, ის ცვლილებები და შემოთავაზებები, თუნდაც, სხვადასხვა სტრატეგიის სახით, რომლებიც წარმოადგინა ,,ქართულმა ოცნებამ“, არ ითვალისწინებს იმას, რომ სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელი გახდება ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვითარება შეიცვლება და შესაბამის რეფორმას განახორციელებენ.

ეს არის ორი საკვანძო საკითხი. თუმცა, ის, რაც ამჟამად კანონპროექტის სახით საქართველოს პარლამენტში იხილება, რომელზეც გუშინ იყო მსჯელობა, გარკვეულწილად ვენეციის კომისიის დასკვნებს ითვალისწინებს, მაგრამ არ არის ისეთი სახით წარმოდგენილი და სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც შეძლებს გაითვალისწინოს ერთი მხრივ, ვენეციის კომისიის შეთავაზებები სხვადასხვა ცვლილებების სახით, მეორე მხრივ – საქართველოში არსებული გამოწვევები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში.

განსაკუთრებით საუბარი არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რადგან მათი პროექტი, რომელზეც იყო მსჯელობა, საერთოდ არ ითვალისიწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი პირობაა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...