პარლამენტში პროპორციული არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნაში და ტყუილში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და მიაჩნია რომ ეს ბრძოლა ივანიშვილის სრული კაპიტულაციით დასრულდება:
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ივანიშვილის სრული კაპიტულაციით, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა, რომელმაც ამხელა ტყუილი აკადრა საზოგადოებას, ხვალ-ზეგ გამოვიდეს და რაღაც დაპირებები გასცეს წყალტუბოზე, აბასთუმანზე, მფრინავ მარსზე და გველაპარაკოს ვენერაზე… მან თავის თავს დაუსვა წერტილი იმ ტყუილით.
ადამიანი, რომელმაც ასეთი რამე იკადრა, ის უბრალოდ ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ქვეყანა ჩამოგვეშლება ივანიშვილის პირობებში. ივანიშვილი დღეს უკვე უდრის ქაოსს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.