spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფაქტიურად, ახალ "ერგნეთის ბაზრობას" აკეთებს ივანიშვილი რუსებთან" -...

“ფაქტიურად, ახალ “ერგნეთის ბაზრობას” აკეთებს ივანიშვილი რუსებთან” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით მძიმე რეალობაზე საუბრობს და კონკრეტულ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას:

როგორც ცნობილი გახდა, კვირაში 49 ფრენას მხოლოდ რუსული კომპანიები შეასრულებენ. ამას პარიტეტულად ქართული მხარეც შეავსებს. დღეს ეკონომიკის მინისტრმა დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ცალკე აეროპორტისთვის ტერიტორიის შესწავლა მიდის.

ფაქტიურად, ახალ “ერგნეთის ბაზრობას” აკეთებს ივანიშვილი რუსებთან. “მილიონი ქართველის” საფარქვეშ რუსებთან ერთად რუსეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას აკეთებს. ამდენი რეისი, ტურიზმის მიღმა უდიდეს ტვირთბრუნვას ნიშნავს. იქედან რას შეიტანენ და გამოიტანენ რუსეთიდან ვერავინ გაარკვევს. ფაქტიურად, ოფიციალურად, “ლეგალურად” სანქციების თავის არიდების ზონა კეთდება – შავი ხვრელი, უდიდესი შავი ფულის ტრიალით. ამ ზონის გარეთ კი საქართველოს მთავრობა რუტინულ რეჟიმში გააგრძელებს – ჩვენ ყველა რეგულაციას ვასრულებთ და მართლაც იმ ერთი “მალაია რასიას” იქეთ ყველაფერი “ვითომ სუფთა” იქნება.

ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია – მაინც მოახერხა ივანიშვილმა დიდი ერგნეთის ბაზრობის მოწყობა – “საქართველო ერთი დიდი სოფელია” – აისრულა თავის ქართული ოცნება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...